სიახლე

მემორანდუმის გაფორმება

მემორანდუმის გაფორმება

15 თებერვალს  კომპანია სანტექ.სერვისსა და საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კომპანია სანტექ.სერვისი ვალდებულებას იღებს, რომ კოლეჯ სპექტრის კურსდამთავრებულებს, გაატაროს საწარმოო პრაქტიკები.

 რომლის გავლის შემდეგაც შერჩეული იქნება კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმდებიან კომპანია  სანტექ.სერვისში, სანტექნიკოსის პოზიციაზე.

ასევე კომპანია სანტექ.სერვისის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა, სწავლების პერიოდში კომპანიის ბალანსზე არსებული თანამედროვე აპარატურის სასწავლო პროცესის დროს მიწოდებაზე. რაც ხელს შეუწყობს, სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალების გამოყენების შესაძლებლობას- პროფესიულ საქმიანობაში.

მემორანდუმის ფარგლებში კომპანია სანტექ.სერვისი და კოლეჯი სპექტრი, როგორც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ასევე მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება.