სიახლე

ახალი სერვისცენტრი ქუთაისში

ახალი სერვისცენტრი ქუთაისში

კომპანია ,,სანტექ.სერვის“-მა ბათუმის სერვისცენტრის შემდეგ მ/წლის 1 აპრილს მორიგი სერვისცენტრი ქუთაისში გახსნა. ქუთაისის სერვისცენტრი მოემსახურება იმერეთის რეგიონის, როგორც მოსახლეობას ასევე იურიდიულ პირებს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ცენტრალური გათბობის სისტემებზე, საავარიო მდგომარეობისას, 24 საათის განმავლობაში. სერვისცენტრის ტექნიკური ჯგუფები დაკომპლექტებულია კვალიფიციური ხელოსნებით,აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი, სპეც.აპარატურით და სპეც. ტექნიკით,  რისი საშუალებითაც მომხმარებელს კომპანია მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს.