ჩვენ შესახებ

კომპანია "სანტექ.სერვისი" 2011 წლიდან არსებობს.

სანტექ.სერვისი

ჩვენი მისიაა სწრაფი, ხარისხიანი და კომფორტული სანტექნიკური და საკანალიზაციო მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალით რომლებიც ყოველ დღე ზრუნავენ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

კომპანია მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, იმასათვის რომ მოვიპოვოთ თქვენი კეთილგანწყობა. სწორედ ამიტომ დღითი დღე ფართოვდება ჩვენი კლიენტების რიცხვი.

დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის!

ჩვენთვის მართლაც ყველაფერი მარტივია!


საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება

„სანტექ.სერვისი“ თითოეული მომხმარებლის ოჯახის მეგობარია, კორპორატიული კლიენტებისთვის კი სანდო პარტნიორი; ,,სანტექ.სერვისი” ერთადერთი კომპანიაა დარგში, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე ზრუნავს, რომ მომხმარებელს მოუგვაროს ნებისმიერი სირთულის პრობლემა, შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო;

კომპანიის ძირითადი სამუშო წყალსადენ-კანალიზაციის შიდა და კერძო ქსელების საავარიო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაა. ჩვენ ვასრულებთ ყველა იმ სამუშაოს რასაც არ ემსახურება ქალაქის წყალ-კანალი. 2014 წელს ჩვენი კომპანის მიმართ დაინტერესებული კლიენტების ზრდამ განაპირობა, რომ გავზარდეთ ჩვენი გუნდი პროფესიონალი სპეციალისტებით, აღვჭურვეთ ყველა საჭირო ტექნიკით / აპარატურით და თანამშრომლებს შევუქმენით საუკეთესო სამუშაო პირობები.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით მივიღეთ სწრაფი, მაღალი ხარისხის მომსახურება. ნებისმიერი სირთულის პრობლემების მოგვარება უმოკლეს დროში შეგვიძლია. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის დამყარებას. ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. მეტიც, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შევიმუშავეთ სააბონენტო მომსახურების პრინციპები. ანუ მომხმარებელს, კერძოდ კი იურიდიულ პირებს ვთავაზობთ როგორც ერთჯერად, ასევე ინდივიდუალურად მორგებულ 24/საათიან, ულიმიტო სააბონენტო მომსახურებას.

ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას ერთად ვიმუშაოთ სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც ჩვენი კომპანიის მხრიდან თქვენი ორგანიზაციისათვის განსაკუთრებული ყურადღების და რესურსების მობილიზებაში გამოიხატება. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებითაც რომ გავაფართოვოთ საქმიანობის სპექტრი და შემოგთავაზოთ ახალი მომსახურებები.

მომსახურება , რომელსაც უნდა იღებდე ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე

სანტექ სერვისი

2 45 45 46

24/7